Image: 268A4613
Description: მაჭახელას ეროვნული პარკი ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ზღ. დ-დან საშუალოდ 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში. პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უკავია. აქვვე ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი. მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი
Title: 268A4613
Credit: Own work
Author: Paata vardanashvili
Usage Terms: Creative Commons Attribution-Share Alike 4.0
License: CC BY-SA 4.0
License Link: https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0
Attribution Required?: Yes
Image usage
The following page links to this image: